Blog
Main » 2011 » February » 01 » პანეტერია
|
პანეტერია,
ჩემი და ეთოს ერთერთი უსაყვარლესი ადგილია, ამიტომაც გუშინ ბევრი არც გვიფიქრია და სამსახურის შემდეგ პირდაპირ ნუცუბიძის პლატოზე ამოვყავით თავი.
ერთადერთი მინუსი რაც ამ პიცერია-საკონდიტროსი არის მდებარეობა, ჟღენტის 3ა, ნუცუბიძის II მ/რ. თუმცა თუ მანქანით მოძრაობთ ეს პრობლემაც მოხსნილია. რაც ყველაზე მთავარია მანქანის მფლობელებისათვის - პარკინგის ადგილსაც ადვილად იპოვით პიცერიის გვერდით. სადაც არც ე.წ სტაიანშიკი შეგაწუხებთ და არც სიტი-პარკი :))
ამ სასიამოვნოდ გაფორმებულ ინტერიერში დავაგემოვნეთ უგემრიელესად მომზადებული პიცა კაპრიჩოზა

და ასევე უგემრიელესი ნამცხვრები :)) განსაკუთრებით გემრიელი კი ჩემი ჟელეთი გაფორმებული ჩიზქეიკი იყო.
ჩვენი შეკვეთილი კაპრიჩოზა იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, რომ სახლისთვისაც მომინდა პიცის შეკვეთა და შეკვეთიდან სულ რაღაც 7 წუთში ხელში დიდი ყუთი მეჭირა სახლში წასაღებად გამზადებული, რომელშიც პიცა პროშუტო იდო :))

პიცერიიდან გამოსულები შეგიძლიათ მის გვერდით მდებარე პანეტერიის საცხობსაც ეწვიოთ და სახლისთვის პურ-ფუნთუშეული, პეჩენიები და სხვა ტკბილეული შეიძინოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ როგორც პიცერია ისე საცხობი მხოლოდ 10 საათამდე მუშაობს. რა თქმა უნდა მე და ეთო დიდად არ დავფიქრებულვართ ამ საკითხზე და იმიტომაც დავრჩით პეჩენიების გარეშე :))) თუმცა მე რა მიჭირდა ხელში სახლში წასაღები პიცა მეჭირა:)))
კიდევ ერთი სასარგებლო რაც გუშინდელმა საღამომ მოიტანა ახალი გზის დატესტვა იყო. მართალია ცოტაც და დავიკარგებოდით ნუცუბიძის პლატოს გაურკვეველ გზებზე, მაგრამ ბოლოს მაინც გაგვიმართლა და ახალ გზასაც დავადექით. სწორედ ამ გუშინდელი გამოცდილებიდან გირჩევთ რომ თუ ვაჟას ბოლოდან ან ნუცუბიძიდან დიღმისკენ აპირებთ წასვლას ნამდვილად ღირს ამ გზით წასვლა. საკმაოდ მალე, შუქნიშნებისა და საცობების გარეშე მიაღწევთ ვაშლიჯვარს, და თბილისის მშვენიერი ხედითაც დატკბებით, განსაკუთრებით თუ ღამე მოგიწიათ ამ გზაზე გავლა.
და ბოლოს, შეგიძლიათ ეწვიოთ პანეტერიის ვებ-გვერდს http://www.panetteria.ge/ და წინასწარ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი პიცა.
P.S. ნუცუბიძის პლატოს გარდა პანეტერიის მფლობელებს მეორე რესტორანი-პიცერიაც აქვთ წერეთლის პროსპექტზე (წერეთლის 77
ტელ: 478 475
879 79 48 48) თუმცა მე არასოდეს არ ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მაქვს ღირს თუ არა იქ წასვლა. მომავალში აუცილებლად ვეცდები წავიდე და შედეგებიც შეგატყობინოთ :))
|
Views: 3142 |
Added by: baiateo
| Rating: 0.0/0 |
|
Calendar
« February 2011 » |
Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
Statistics
Total online: 1 Guests: 1 Users: 0
|