რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ რაიმე ახალი და საინტერესო ადგილი გვეპოვა კრახით დასრულდა. ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრეთ ისევ ძველი ნაცნობი ეისიდ ბარი შეგვრჩა ხელში. რომელიც ან ჩვენ არ გვახსოვდა როგორი იყო ან საოცრად საშინელი ადგილი გამხდარა.
სამსახურიდან ცოტა გვიან გამოვედი მაგრამ ჩემი აზრით არ დამიკარგავს არაფერი. 7ზე რომ გავსულიყავი მაინც ზუსტად იგივე დროს მივიდოდი საცობების გადამკიდე. ყაზბეგზე მანქანის გასაჩერებელიც საკმაოდ ადვილად მოვძებნე და ძალიან ბედნიერმა მივაშურე დანიშნულების ადგილს, რომელმაც სულ ცოტა ხანში სრულიად იმედგაცრუებული დამტოვა.
გოგოები უკვე დიდი ხნის ხნის მისულები იყვნენ და პელმენებსაც მიირთმევდნენ. თუმცა მიირთმევდნენ სწორი ცნება არაა იმისა თუ რა სიტუაცია დამხვდა. როგორც აღმოჩნდა მცდელობა ქონდათ დაეგემოვნებინათ საშინლად უგემური პელმენი ქოთანში.
მეც იგივე შეცდომა რომ არ გამემეორებინა ჩემი აზრით ჭკუა ვიხმარე და შევუკვეთე ღუმელში გამომცხვარი სენდვიჩი ლორით და ყველით. თუმცა ამ ჩემმა არჩევანმა ყველაფერს გადააჭარბა და არათუ უგემური იყო არამედ საერთოდ არ გავდა სენდვიჩს. ყოველ შემთხვევაში იმას რაც ჩემი აზრით სენდვიჩია. ეხლა ძალიან ვნანობ რომ ფოტოაპარატი არ მქონდა და ეს ბუნების საოცრება არ გადავიღე. მომავალში ამ შედცომას არ გავიმეორებ.
სენდვიჩის კრახის შემდეგ კი ნამდვილად ჭკვიანურად მოვიქეცი და არაფერი აღარ შემიკვეთია, ჩემი მეგობრებისაგან განსხვავებით, რომლებმაც გათქვეფილი მარგარინის მსგავსი გემოს მქონე ეგრეთ წოდებული ტირამისუ და ბლინი ნაყინით დააგემოვნეს. ბლინის შიგთავსი ნაყინი მოტანისას უკვე იმდენად გამდნარი იყო რომ 3 წუთში გამდნარ კარაქს მოგაგონებდათ. ასევე აღსანიშნავია ბლინზე და მის თეფშზე მოსხმული გაურკვეველი წარმოშობის მწვანე ჟელესმაგვარი სითზე, რომელმაც მარსიანული წარმოშობის ჭურჭლის ჟელეს სახელი დაიმსახურა.
მოკლედ მგონი მეტის დაწერას აზრიც აღარ აქვს. ბოლოს სიცივისგან შეწუხებულებიც გამოვედით და იმაზეც დავფიქრდით, რომ ჯობდა სახლში დედების მომზადებული გემრიელი ვახშამი მიგვერთმია.
P.S. ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ ეისიდ ბარის მრავლისმეტყველი საიტი მოინახულოთ, რომელიც ეხლახანს აღმოვაჩინე http://www.acidbar.com/ ან ეს http://www.kala.ge/acid3e.html
|