Blog
ძალიან დიდი ხანია არაფერი აღარ დამიწერია, უნდა ვაღიარო პერიოდულად მავიწყდებოდა კიდეც ამ საიტის არსებობა, თუმცა იმდენი რამ მოხდა, რომ მაინც ვერ ვითმენ რომ არ დავწერო რაღაც-რაღაცეები:)) პირველი რაც მახსენდება დაუნთაუნია - ყავის რესტორანი:)) მართალია ვერ ვიტყვი ძალიან ხშირად დავდივართქო, რაც ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა დავაბრალო, რამდენჯერაც ვახსენებ უჰაერობა გვტანჯავსო მესმის:)) მაგრამ ჩემთვის მაინც ერთერთი საყვარელი ადგილია. მდებარეობას რაც შეეხება საკმაოდ ადვილად მისაგნებია, მერიის გვერდით, ტაბიძის ქუჩაზეა. მანქანას რა თქმა უნდა ზედ ცხვირწინ ვერ გააჩერებთ, ცოტა ფეხით გავლა მოგიწევთ, მაგრამ არც ისე დიდი მანძილია, რომ საწუწუნო იყოს. მოკლედ ჩაუყვებით ქვაფენილიან ქუჩას და დაინახავთ დაუნთაუნს :))
...
Read more »
Views:
2319
|
Added by:
baiateo
|
Date:
04.25.2011
|
|
პიცერია ფანტასტიკოს ნაფარეულის ქუჩაზე ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე ერთ დროს. ამჯერად კი ეთოს რჩევას დავუჯერე და სუპერმარკეტ "კონტინენტალი"-ს გვერდით, ყაზბეგის გამზირზე #14-ში მდებარე რესტორნისკენ გავეშურეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიცერიის დიზაინი არანაირ გემოვნებაში არ ჯდება, მაინც ყოველთვის დიდი სიამოვნებით წავალ უუგემრიელესი პიცებისა და პასტების გამო. ამჯერად აღმოჩენაც გავაკეთე. თურმე ცხელი შოკოლადიც ქონიათ, თან ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს სქელი. ჩვენს კაფეებსა თუ ბარებში ცხელ შოკოლადს ძირითადად თხელს, კაკაოს მსგავსს აკეთებენ და ამიტომაც ძირითადად არ ვუკვეთავ ხოლმე. აი ფანტასტიკოში კი ნამდვილი ცხელი შოკოლადი იყო :)) აღარ დავიწყებ წერას თუ რა გემრიელი პიცა და პასტაა ამ რესტორანში. ამჯერად პიცა არ შეგვიკვეთია. მარამ შეკვეთიდან სულ რაღაც 10 წუთში ორი პასტა. ერთი ბოლონეზის და მეორე ოთხი ყველის სოუსით. წინა კვირაში მე და ეთო პანეტერიაში ვიყავით. მართალია ისიც ძალიან მო
...
Read more »
Views:
5025
|
Added by:
baiateo
|
Date:
02.07.2011
|
|
პანეტერია, ჩემი და ეთოს ერთერთი უსაყვარლესი ადგილია, ამიტომაც გუშინ ბევრი არც გვიფიქრია და სამსახურის შემდეგ პირდაპირ ნუცუბიძის პლატოზე ამოვყავით თავი. ერთადერთი მინუსი რაც ამ პიცერია-საკონდიტროსი არის მდებარეობა, ჟღენტის 3ა, ნუცუბიძის II მ/რ. თუმცა თუ მანქანით მოძრაობთ ეს პრობლემაც მოხსნილია. რაც ყველაზე მთავარია მანქანის მფლობელებისათვის - პარკინგის ადგილსაც ადვილად იპოვით პიცერიის გვერდით. სადაც არც ე.წ სტაიანშიკი შეგაწუხებთ და არც სიტი-პარკი :)) ამ სასიამოვნოდ გაფორმებულ ინტერიერში დავაგემოვნეთ უგემრიელესად მომზადებული პიცა კაპრიჩოზა  და ასევე უგემრიელესი ნამცხვრები :)) განსაკუთრებით გემრიელი კი ჩემი ჟელეთი გაფორმებული ჩიზქეიკი იყო. ჩვენი შეკვეთილი კაპრიჩოზა იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, რომ სახლისთვისაც მომინდა პიცის შეკვეთა და შეკვეთიდან სულ რაღაც 7 წუთში ხელში დიდი ყუთი მეჭირა სახლში წასაღებად გამზადებული, რ
...
Read more »
Views:
3141
|
Added by:
baiateo
|
Date:
02.01.2011
|
|
რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ რაიმე ახალი და საინტერესო ადგილი გვეპოვა კრახით დასრულდა. ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრეთ ისევ ძველი ნაცნობი ეისიდ ბარი შეგვრჩა ხელში. რომელიც ან ჩვენ არ გვახსოვდა როგორი იყო ან საოცრად საშინელი ადგილი გამხდარა.
სამსახურიდან ცოტა გვიან გამოვედი მაგრამ ჩემი აზრით არ დამიკარგავს არაფერი. 7ზე რომ გავსულიყავი მაინც ზუსტად იგივე დროს მივიდოდი საცობების გადამკიდე. ყაზბეგზე მანქანის გასაჩერებელიც საკმაოდ ადვილად მოვძებნე და ძალიან ბედნიერმა მივაშურე დანიშნულების ადგილს, რომელმაც სულ ცოტა ხანში სრულიად იმედგაცრუებული დამტოვა.
გოგოები უკვე დიდი ხნის ხნის მისულები იყვნენ და პელმენებსაც მიირთმევდნენ. თუმცა მიირთმევდნენ სწორი ცნება არაა იმისა თუ რა სიტუაცია დამხვდა. როგორც აღმოჩნდა მცდელობა ქონდათ დაეგემოვნებინათ საშინლად უგემური პელმენი ქოთანში.
მეც იგივე შეცდომა რომ არ გამემეორებინა ჩემი აზრით ჭკუა ვიხმარე და შევუკვეთე ღუმელში გამომცხვარი სენდვიჩი ლორით და ყველით. თუმცა ამ ჩემმა არჩევანმა ყველაფერს გადააჭა
...
Read more »
Views:
1739
|
Added by:
baiateo
|
Date:
01.21.2011
|
|

პარფიუმერიის შესაძენად ორ საიტს ვიყენებ ხოლმე. ორივეს თავისი პლუს-მინუსი გააჩნია რასაც ეხლა გაგაცნობთ. fragrancex.com თუ სუნამოების შეძენა გსურთ მაშინ უმჯობესია fragrancex.com-ს მიმართოთ. ეს ერთერთი უიაფესი საიტია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სუნამოები ისე დეკორატიული კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები. იმ შემთხვევაში თუ არსად არ გეჩქარებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო ტრანსპორტირების შემოთავაზება (შეკვეთის დროს უნდა ჩაწეროთ შემოთავაზების კოდი FREE) და სრულიად უფასოდ მიიღოთ თქვენთვის სასურველი სუნამო. თუმცა ამ მეთოდით ტრანსპორტირება დიდ დროს მოითხოვს, 1-1.5 თვემდე. ჩამოდის ჩვეულებრივ ფოსტაში და ამანათს თქვენ უნდა მიაკითხოთ მას შემდეგ რაც სახლში მოგივათ უწყება. თუ თქვენ ს
...
Read more »
Views:
1809
|
Added by:
baiateo
|
Date:
01.08.2011
|
|
ეხლა ვათვალიერებდი answers.ge-ს და სურვილი გამიჩნდა ერთერთ კითხვაზე გამეცა პასუხი მაგრამ საბოლოოდ ამ პოსტის გაკეთება გადავწყვიტე.
როგორ შეიძლება იაფად დარეკვა საზღვარგარეთ?
ვერ ვიტყვი რომ ინტერნეტით დარეკვის ეს ორი გზა არსებობს მხოლოდ, მაგრამ ალბათ ყველაზე მოხერხებული პროგრამებია internetcalls და skype.
ამ ორი პროგრამიდან უფრო პოპულარული სკაიპია, თუმცა ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი.
მე პირადად internetcalls-ს ვანიჭებ უპირატესობას. ამის მიზეზია სკაიპთან შედარებით დაბალი ტარიფები, რიგ ქვეყნებში კი ქალაქის ტელეფონზე უფასოდ დარეკვის შესაძლებლობა. მაგალითად თუ თქვენს ანგარიშზე დადებთ გარკვეულ თანხას (მინიმალური თანხა არაა განსაზღვრული) შესაძლებლობა გექნებათ internetcalls-ის საშუალებით 120 დღის განმალობაში უფასოდ ილაპარაკოთ არგენტინის, ავსტრალიის, ავსტრ
...
Read more »
Views:
2267
|
Added by:
baiateo
|
Date:
01.02.2011
|
|
ორი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრჯერ მომიწია დამეჯავშნა სასტუმრო ჩემთვის თუ სხვისთვის. თბილისის ფორუმზე შემინიშნავს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით და ნაცნობებსაც არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით მეპოვა და დამეჯავშნა მათთვის სასტუმრო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ უადგილო არ უნდა იყოს პოსტი ამ თემაზე.
პირველ რიგში ვათვალიერებთ სპეციალურ საძიებო საიტებს.
მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ www.booking.com-ს. ამის ერთერთი მიზეზია ის, რომ ამ საიტიდან სასტუმროს დაჯავშნისას ბარათზე არ იბლოკება თანხა, თუმცა ზოგიერთი სასტუმრო მაინც ითხოვს ბარათზე თანხის არსებობას.
ebookers.com expedia.com - ამ საიტებიდან შესაძლებელია არა მხოლოდ სასტუმროს დაბრონვა, არამედ თვითმფრინავის ბილეთის შესყიდვაც და მანქანის დაქირავებაც, და არჩევანიც მშვენიერია, თუმცა ამ საიტების ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ დაჯავშნისას აუცილებელი
...
Read more »
Views:
8710
|
Added by:
baiateo
|
Date:
01.01.2011
|
|
საღამო მშვიდობისა,
დღეს მთელი დღე ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პირველი ქართული პოსტი. რამდენიმე ინგლისურენოვანი უკვე მაქვს მაგრამ ქართულს რატომღაც ვერიდებოდი და კაი ხანი არც ვაპირებდი.
ჩემს შესახებ რაიმეს დაწერას ალბათ აზრი არ აქვს, დროთა განმალობაში ისედაც გამოჩნდება. ეხლა კი მინდა მოგიყვეთ თუ რამ მაიძულა დღევანდელი პოსტი გამეკეთებინა.
მთელი დღის მოლაპარაკებებისა და მრავალი ვარიანტის განხილვის შემდეგ დაქალებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ფალიაშვილის 55-ში, ყავის სახლში "Latte". მართალია მთელი დღე მწვადისმაგვარ საჭმელზე ვოცნებობდი მაინც დავთანხმდი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ერთ დროს ძალიან მომწონდა ეს ადგილი.
სამსახურში არც ისე ბევრი საქმე მქონდა და ამიტომაც წასვლის წინ ვებ-გვერდიც მოვიძიე. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ სასიამოვნო დიზაინის და ინფორმატიული საიტია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მენიუც მოიპოვება.
საიტზე ორი შემოთავაზება მომეჩვენა საი
...
Read more »
Views:
1692
|
Added by:
baiateo
|
Date:
12.30.2010
|
|
|
Calendar
« July 2025 » |
Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
Statistics
Total online: 1 Guests: 1 Users: 0
|