Tuesday, 07.15.2025, 10:30 AM
Welcome Guest | RSS

My site

Blog

Main » 2011 » January » 02 » Internetcalls VS Skype
4:25 PM
Internetcalls VS Skype


ეხლა ვათვალიერებდი answers.ge-ს და სურვილი გამიჩნდა ერთერთ კითხვაზე გამეცა პასუხი მაგრამ საბოლოოდ ამ პოსტის გაკეთება გადავწყვიტე.


როგორ შეიძლება იაფად დარეკვა საზღვარგარეთ?


ვერ ვიტყვი რომ ინტერნეტით დარეკვის ეს ორი გზა არსებობს მხოლოდ, მაგრამ ალბათ ყველაზე მოხერხებული პროგრამებია internetcalls და skype


ამ ორი პროგრამიდან უფრო პოპულარული სკაიპია, თუმცა ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. 


მე პირადად internetcalls-ს ვანიჭებ უპირატესობას. ამის მიზეზია სკაიპთან შედარებით დაბალი ტარიფები, რიგ ქვეყნებში კი ქალაქის ტელეფონზე უფასოდ დარეკვის შესაძლებლობა. მაგალითად თუ თქვენს ანგარიშზე დადებთ გარკვეულ თანხას (მინიმალური თანხა არაა განსაზღვრული) შესაძლებლობა გექნებათ internetcalls-ის საშუალებით 120 დღის განმალობაში უფასოდ ილაპარაკოთ არგენტინის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუსეთის (მხოლოდ პეტერბურგის), სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ტაივანის, დიდი ბრიტანეთის  საქალაქო ტელეფონებზე. ხოლო კანადის, აშშ-ს და ჰონგ-კონგის როგორც საქალაქო, ისე მობილურ ტელეფონებზე. 120 დღის გასვლის შემდეგ თქვენ ისარგებლებთ სტანდარტული ტარიფით, რომელიც სკაიპის ტარიფებზე მაინც ნაკლებია ან შეგიძლიათ ისევ დაიმატოთ თანხა ანგარიშზე და მომდევნო 120 დღის ათვლა დაიწყება.


თანხა რომელიც დადეთ თქვენს ანგარიშზე შეგიძლიათ უფასო დღეების განმალობაში გამოიყენოთ იმ ქვეყნებში დასარეკათ რომლებსაც უფასო შემოთავაზება არ გააჩნია, ან გამოიყენოთ უფასო დღეების გასვლის შემდეგ თქვენთვის სასურველ ქვეყანაში დასარეკად.


სურვილის შემთხვევაში internetcalls-ით შესაძლებელია ტექსტური შეტყობინების (sms) გაგზავნაც და მისი ტარიფებიც საკმაოდ დაბალია.


ყურსასმენების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია დასარეკად სახლის ან მობლური ტელეფონის გამოყენებაც. მაგრამ ეს დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული რადგანაც თქვენს ტელეფონზე დარეკვის ხარჯიც დაგემატებათ და შესაძლებელია თქვენი მცდელობა არაეკონომიური გამოვიდეს.


მიუხედავად ამ ყველაფრისა სკაიპს გააჩნია ის რაც ამ პროგრამას არ გააჩნია. ესაა ონლაინში მყოფ კონტაქტთან უფასოდ დარეკვა ნებისმიერ ქვეყანაში. თუმცა ამ ფუნქციაზე ისედაც გეცოდინებათ და მის აღწერას აზრი არ აქვს.


პოსტს თან ვურთავ პროგრამის დიზანის გამოსახულებას. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ დიზაინი საკმაოდ მარტივი და ადვილად გამოსაყენებელია.


                   




Views: 2268 | Added by: baiateo | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 ketu  
0
sdssfgtyhtgfbdxb

Name *:
Email *:
Code *:
Site menu
Login form
Search
Calendar
«  January 2011  »
Su Mo Tu We Th Fr Sa
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0