Sunday, 07.20.2025, 0:49 AM
Welcome Guest | RSS

My site

Blog

Main » 2011 » April » 25 » DOWNTOWN
2:49 PM
DOWNTOWN


ძალიან დიდი ხანია არაფერი აღარ დამიწერია, უნდა ვაღიარო პერიოდულად მავიწყდებოდა კიდეც ამ საიტის არსებობა, თუმცა იმდენი რამ მოხდა, რომ მაინც ვერ ვითმენ რომ არ დავწერო რაღაც-რაღაცეები:)) 

პირველი რაც მახსენდება დაუნთაუნია - ყავის რესტორანი:)) 

მართალია ვერ ვიტყვი ძალიან ხშირად დავდივართქო, რაც ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა დავაბრალო, რამდენჯერაც ვახსენებ უჰაერობა გვტანჯავსო მესმის:)) მაგრამ ჩემთვის მაინც ერთერთი საყვარელი ადგილია.

მდებარეობას რაც შეეხება საკმაოდ ადვილად მისაგნებია, მერიის გვერდით, ტაბიძის ქუჩაზეა. მანქანას რა თქმა უნდა ზედ ცხვირწინ ვერ გააჩერებთ, ცოტა ფეხით გავლა მოგიწევთ, მაგრამ არც ისე დიდი მანძილია, რომ საწუწუნო იყოს.

მოკლედ ჩაუყვებით ქვაფენილიან ქუჩას და დაინახავთ დაუნთაუნს :)) 

ჩემი აზრით საკმაოდ გემოვნებით გაფორმებული ადგილია

სასიამოვნო მუსიკით, ყველანაირი სახეობის ყავით,

ცხელი ალკოჰოლური სასმელებით (ჩემი ფავორიტი ნაწილი მენიუში:))) 

და უგემრიელესი სენდვიჩებით. რა თქმა უნდა სხვა რამეებიც გემრიელია, მაგრამ მე მაინც სენდვიჩების ფანი ვარ:)))


თუ იქვე ახლოს მუშაობთ და შესვენების პერიოდის სასიამოვნოდ გატარება გსურთ შეგიძლიათ ლანჩზეც ეწვიოთ დაუნთაუნს, 13 ლარი ღირს ლანჩ მენიუ, რომელიც შედგება სუპისაგან, სალათის და გამაგრილებელი სასმელისაგან


და ბოლოს Take away სერვისი, ვისაც დრო არ გაქვთ ან მარტო ჯდომა გეზარებათ შეიძლიათ წასაღებად გააკეთებინოთ ნებისმიერი სახეობის ყავა ან თუნდაც ალკოჰოლური სასმელი, რასაც ხშირად მივმართავ ხოლმე:)) ყველაზე მეტად მაინც გროგი მიყვარს, თუმცა აქვთ გლინტვეინიც და ირლანდიური ყავაც. ხო თუ გლინტვეინს აირჩევთ წითელი ჯობია თეთრს:))) მოკლედ აირჩევთ რაც მოგესურვებათ და ძალიან ყურადღებიანი ბარმენი 2 წუთში მოგიმზადებთ ყველაფერს

სასმელების გარდა ალბათ სენდვიჩების წაღებაც შეიძლება, თუმცა მე არ მიცდია არასოდეს. მომავალში აუცილებლად ვცდი და მოგახსენებთ რამდენ ხანში ამზადებენ წასაღებად სენდვიჩებს:))


მოკლედ დღეისათვის სულ ესაა. იმედი მაქვს მოგეწონებათ დაუნთაუნი, რომლის ერთადერთი ნაკლი ჩემი აზრით არის ის, რომ საიტი არ მუშაობს:))) თუმცა ამ ნაკლს აიტანს ადამიანი როგორმე


Views: 2321 | Added by: baiateo | Rating: 5.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site menu
Login form
Search
Calendar
«  April 2011  »
Su Mo Tu We Th Fr Sa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0