ძალიან დიდი ხანია არაფერი აღარ დამიწერია, უნდა ვაღიარო პერიოდულად მავიწყდებოდა კიდეც ამ საიტის არსებობა, თუმცა იმდენი რამ მოხდა, რომ მაინც ვერ ვითმენ რომ არ დავწერო რაღაც-რაღაცეები:))
პირველი რაც მახსენდება დაუნთაუნია - ყავის რესტორანი:))
მართალია ვერ ვიტყვი ძალიან ხშირად დავდივართქო, რაც ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა დავაბრალო, რამდენჯერაც ვახსენებ უჰაერობა გვტანჯავსო მესმის:)) მაგრამ ჩემთვის მაინც ერთერთი საყვარელი ადგილია.
მდებარეობას რაც შეეხება საკმაოდ ადვილად მისაგნებია, მერიის გვერდით, ტაბიძის ქუჩაზეა. მანქანას რა თქმა უნდა ზედ ცხვირწინ ვერ გააჩერებთ, ცოტა ფეხით გავლა მოგიწევთ, მაგრამ არც ისე დიდი მანძილია, რომ საწუწუნო იყოს.
მოკლედ ჩაუყვებით ქვაფენილიან ქუჩას და დაინახავთ დაუნთაუნს :))
...
Read more »