Tuesday, 07.15.2025, 3:03 PM
Welcome Guest | RSS

My site

Blog

Main » 2011 » January » 01 » როგორ დავჯავშნოთ სასტუმრო
0:08 AM
როგორ დავჯავშნოთ სასტუმრო


ორი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრჯერ მომიწია დამეჯავშნა სასტუმრო ჩემთვის თუ სხვისთვის. თბილისის ფორუმზე შემინიშნავს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით და ნაცნობებსაც არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით მეპოვა და დამეჯავშნა მათთვის სასტუმრო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ უადგილო არ უნდა იყოს პოსტი ამ თემაზე.


პირველ რიგში ვათვალიერებთ სპეციალურ საძიებო საიტებს.


მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ www.booking.com-ს. ამის ერთერთი მიზეზია ის, რომ ამ საიტიდან სასტუმროს დაჯავშნისას ბარათზე არ იბლოკება თანხა, თუმცა ზოგიერთი სასტუმრო მაინც ითხოვს ბარათზე თანხის არსებობას. 


ebookers.com  expedia.com - ამ საიტებიდან შესაძლებელია არა მხოლოდ სასტუმროს დაბრონვა, არამედ თვითმფრინავის ბილეთის შესყიდვაც და მანქანის დაქირავებაც, და არჩევანიც მშვენიერია, თუმცა ამ საიტების ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ დაჯავშნისას აუცილებელია ბარათზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. 


გარდა ამ საიტებისა მარტივი გამოსავალია გუგლის საძიებო სისტემის გამოყენება. მაგალითად ჩემი უფროსი ძიებას ყოველთვის იწყებს ამ ფრაზით "cheap hotels in .....". თუმცა მე ამ მეთოდს ნაკლებად ვიყენებ ხოლმე, რათა თავიდან ავიცილო გაუგებარ საიტებზე ბარათის გამოყენება და შემდგომში შესაძლო პრობლემები.


ამ ან სხვა მსგავსი საიტებიდან სასტუმროს დაჯავშნისას თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ჯავშნის დადასტურება, თუმცა ზოგიერთი საიტი სასტუმროს დაჯავშნისას არ ახდენს ჯავშნის მომენტალურ დადასტურებას. ამიტომაც ყურადღებით გაეცანით საიტის პირობებს, რადგანაც ყოფილა შემთხვევა როდესაც იმის გამო, რომ მომენტალურად არ მოვიდა დადასტურება საბოლოო შედეგი აღმოჩნდა 8 დაბრონილი სასტუმრო  და დაბლოკილი თანხები:)


გარდა ამ საიტებისა სასტურო შეიძლება დაიბრონოს თვით ამ სასტუმროს საიტიდანაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითადად მათ საიტებზე გაცილებით მაღალი ფასებია მითითებული.


კიდევ ერთი მეთოდი რასაც მივმართავ ხოლმე ესაა "Google earth". თუ კომპიუტერში დაყენებული გაქვთ ეს პროგრამა შეგიძლიათ შეხედოთ თქვენი დანიშნულების ადგილს, რადგანაც ხშირად საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებების მქონე სასტუმროებია დატანილი. მაგალითად თებერვალში ზუსტად ასე ვიპოვე ერთი უმშვენიერესი სასტუმრო.


იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ საბანკო ბარათი, მოცემულ მომენტში არ გაგაჩნიათ მასზე თანხა ან რაიმე მიზეზის გამო არ გსურთ მისი გამოყენება, საუკეთესო ვარიანტია სასტუმროს საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება გუგლის საშუალებით და პირდაპირ დაკავშირება ტელეფონის ან ელ-ფოსტის საშუალებით. (დიდი სატელეფონო ხარჯების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ internetcalls-ის გამოყენებას, ეს საკმაოდ მოსახერხებელი და იაფი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც ზოგიერთ ქვეყანაში უფასოდაც კი შეიძლება დარეკვა. მაგ: გერმანიაში ქალაქის ტელეფონზე, კანადაში როგორც ქალაქის ასევე მობილურ ტელეფონზე). რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირი დაკავშირებისას ყოველთვის შესაძლებელია უბარათოდ დაჯავშნა, თუმცა ხშირად ეს მეთოდი უპრობლემოდ ამართლებს, ხანდახან კი ფასის მომატების ხარჯზე. მაგალითისათვის ოქტომბერში ამ მეთოდმა სრულიად გაამართლა იაპონიაში, საშინლად გადატვირთული სასტუმროების ფონზეც კი. ასე, რომ ცდა ღირს.


რაც შეეხება სასტუმროს არჩევას, ამ საკითხში ალბათ ნაკლებად შევძლებ რჩევის მოცემას, რადგანაც ყველას თავისი გემოვნება აქვს და ფინანსური შესაძლებლობებიც განსხვავებული, მთავარია ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეთანხმება იპოვოთ. შეხედეთ რუკასაც, რომ სიურპრიზი არ დაგხვდეთ და გარეუბანში ან თუ საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ შეხვედრის ადგილიდან ძალიან შორს არ აღმოჩნდეთ. ასევე ერთი უცნაური რჩევა, სასტუმროს ფოტოების დათვალიერებისას აუცილებლად დააკვირდით დროშების არსებობას, განსაკუთრებით გაურკვეველი წარმომავლობის ჭრელა-ჭრულა დროშებს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგი ფასი ქონდეს სასტუმროს ჩემი პირადი რჩევაა თავი დაანებოთ მას, რათა რაიმე გაუგებრობაში არ ამოყოთ თავი :)) გარდა ამისა ყურადღებით წაიკითხეთ მომხმარებლების მიერ დატოვებული მიმოხილვები.


თუ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ შესაძლებელია მიმართოთ ტურისტულ სააგენტოსაც, თუმცა პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ სასტუმროს დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის, გარდა ეგვიპტისა, ეგვიპტე სულ სხვა საკითხია.


ალბათ სულ ესაა


ამასობაში კი კიდევ ერთი საიტი გამახსენდა, რომელსაც ვენდობი agoda.com. თუმცა ისევ და ისევ ბარათზე თანხა უნდა გქონდეთ ამ საიტით სასტუმროს დასაჯავშნად


წარმატებებს გისურვებთ




Views: 8711 | Added by: baiateo | Rating: 0.0/0
Total comments: 3
3 კახა  
0
გამარჯობა.მე მინდა ჯავშანი ვიზისთვის.უნდა ამოვბეჭდო ჯავშანი და ის წარვადგინო,თუ რომელიმე კომპანიას უნდა მივმართო,რომელიც ამისთვის თანხას ითხოვს?

2 baiateo  
0
შორენა ყველა სასტუმროს და საიტს თავისი წესები და ჯარიმები აქვს. სანამ დაჯავშნი აუცილებლად დეტალურად უნდა წაიკითხო პირობები. ძალიან ბევრი სასტუმრო გვთავაზობს ჯავშნის უფასოდ გაუქმებას ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, ამის შემდეგ კი ერთი ღამის თანხას გვაჭრიან ბარათიდან, მაგრამ მაინც ჯობია წაიკითხო დაწვრილებით გაუქმების პირობები.

1 შორენა  
0
გამარგობათ,ერთი რამ მაინტერესებს ,მე ვიზაზე ვარ დამოკიდებულუ და თუ არ მივიგე თანხმობა საელჩოდან იმ სჰემთხვევაში რამდენს ვკარგავ სასტუმროს ანულირების დროს? დაუსშვათ დაბრონილი მაქვს ნომერი და თანხა გადახდილი მაკვს მაგრამ ვიზა ვერ ავიგე,რამდენს დაიტოვებენ?

Name *:
Email *:
Code *:
Site menu
Login form
Search
Calendar
«  January 2011  »
Su Mo Tu We Th Fr Sa
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0