
პარფიუმერიის შესაძენად ორ საიტს ვიყენებ ხოლმე. ორივეს თავისი პლუს-მინუსი გააჩნია რასაც ეხლა გაგაცნობთ. fragrancex.com თუ სუნამოების შეძენა გსურთ მაშინ უმჯობესია fragrancex.com-ს მიმართოთ. ეს ერთერთი უიაფესი საიტია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სუნამოები ისე დეკორატიული კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები. იმ შემთხვევაში თუ არსად არ გეჩქარებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო ტრანსპორტირების შემოთავაზება (შეკვეთის დროს უნდა ჩაწეროთ შემოთავაზების კოდი FREE) და სრულიად უფასოდ მიიღოთ თქვენთვის სასურველი სუნამო. თუმცა ამ მეთოდით ტრანსპორტირება დიდ დროს მოითხოვს, 1-1.5 თვემდე. ჩამოდის ჩვეულებრივ ფოსტაში და ამანათს თქვენ უნდა მიაკითხოთ მას შემდეგ რაც სახლში მოგივათ უწყება. თუ თქვენ სარგებლობთ ფასდაკლების სხვა კოდით (მაგალითად ეხლა შეგიძლიათ 10%-იანი ფასდაკლების მიღება კოდით TAKE10) უფასო ტრანსპორტირების შემოთავაზებას ვეღარ გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების საფასური იქნება 9.95$+0.99$ყოველი ნივთისათვის. ექსპრეს ფოსტით გზავნის სერვისი საქართველოში ამ საიტს არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში ამჟამად აღარ გვთავაზობენ.
თუ თქვენ არჩევთ გადამზიდით სარგებლობას. მაშინ საინტერესო ინფორმაცია იქნება ალბათ, რომ 59$-დან ზევით საიტი გვთავაზობს უფასო გზავნას ამერიკაში. 59$-მდე კი 5.95$. თუმცა სუნამოები გადამზიდების უმეტესობას არ ჩამოაქვს. ჩემთვის ცნობილი გადამზიდი რომელსაც უპრობლემოდ ჩამოაქვს სუნამოები არის shopzilla.
Strawberrynet.com
ეს საიტიც წინას მსგავსად გვთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას, როგორიცაა სუნამოები, დეკორატიული კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები. თუმცა დეკორატიული კოსმეტიკის შეძენისას ამ საიტს ვარჩევ ხოლმე რამდენიმე მიზეზის გამო. ერთიდაიგივე ნივთს ორივე საიტზე ერთიდაიგივე ფასი აქვს. მაგრამ ამ საიტზე მოქმედებს დამატებითი ფასდაკლების სისტემები, რომელთა საშუალებითაც გაცილებით იაფად შეისყიდით სასურველ ნივთს. 1. ყოველი მომდევნო შეკვეთისას ღებულობთ ზრდად ფასდაკლებას. მაგალითად: მეორე შესყიდვისას 1%, 3-2%, 4-3%, 5-4%, 6-დან 9 შეკვეთის ჩათვლით-5%, 10დან 19 შეკვეთის ჩათვლით - 7.5%, ხოლო 20 შეკვეთიდან ზევით - 10% 2. თუ თქვენ ყიდულობთ 2 ნივთს სისტემა აკეთებს ფასდაკლებას 1%, 3 ნივთის შეძენის შემთხვევაში 2%, 4 ნივთზე - 3%, 5 ნივთის შეძენისას - 4%, ხოლო 6 ან მეტ ნივთზე 5%. 3. მას შედეგ რაც გააკეთებთ პირველ შეკვეთას საიტი პერიოდულად გიგზავნით ფასდაკლების შემოთავაზებებს. მე პირადად მოსვლია 13, 17 და 20%იანი ფასდაკლების შეოთავაზებები. ბოლო 20%იანით ვისარგებლე კიდეც და ეხლა ველოდები ტონალურს და თვალის ფანქარს.
რაც ყველაზე მთავარია, ყველა ეს შემოთავაზება მუშაობს ერთდროულად. პლუს უფასო ტრანსპორტირება, ოღონდ ისევ და ისევ ჩვეულებრიი ფოსტით, რაც დიდ დროს მოითხოვს. თუმცა მიუხედავად დიდი დროისა ყოველთვის ამ მეთოდს ვიყენებ და მაქსიმუმ 1.5 თვეში ჩამომდის ნაყიდი ნივთები.
იმედი მაქვს დღევანდელი პოსტი დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.
|