Thursday, 07.17.2025, 8:13 PM
Welcome Guest | RSS

My site

Blog

Main » 2010 » December » 30 » Latte.ge
10:21 PM
Latte.ge


საღამო მშვიდობისა,


დღეს მთელი დღე ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პირველი ქართული პოსტი. რამდენიმე ინგლისურენოვანი უკვე მაქვს მაგრამ ქართულს რატომღაც ვერიდებოდი და კაი ხანი არც ვაპირებდი.


ჩემს შესახებ რაიმეს დაწერას ალბათ აზრი არ აქვს, დროთა განმალობაში ისედაც გამოჩნდება. ეხლა კი მინდა მოგიყვეთ თუ რამ მაიძულა დღევანდელი პოსტი გამეკეთებინა.


მთელი დღის მოლაპარაკებებისა და მრავალი ვარიანტის განხილვის შემდეგ დაქალებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ფალიაშვილის 55-ში, ყავის სახლში "Latte".  მართალია მთელი დღე მწვადისმაგვარ საჭმელზე ვოცნებობდი მაინც დავთანხმდი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ერთ დროს ძალიან მომწონდა ეს ადგილი.


სამსახურში არც ისე ბევრი საქმე მქონდა და ამიტომაც წასვლის წინ ვებ-გვერდიც მოვიძიე. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ სასიამოვნო დიზაინის და ინფორმატიული საიტია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მენიუც მოიპოვება.


საიტზე ორი შემოთავაზება მომეჩვენა საინტერესოდ: ყავა წასაღებად და ლანჩი ლატეში, რომელიც თუ სწორი ინფორმაცია დევს ერთ ადამიანზე 10 ლარი ღირს, ხოლო ორისათვის კი 15. თუმცა საიტს იქით ჩემი ინტერესი არ წასულა, რადგანაც ორთაჭალიდან ვაკეში ყავის წასაღებად და ლანჩისთვის სიარულს აზრი არ აქვს, მით უმეტეს დაძაბული სამუშაო დღის პირობებში, მაგრამ ვინც ახლოს მუშაობს ჩემი აზრით მშვენიერი შეთავაზებაა.


სამწუხაროდ სამსახურიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლა საკმაოდ გამიჭირდა გზაზე წარმოქმნილი საცობების გამო, თუმცა ეს ლატეს ბრალი არანაირად არაა:) თუ 7 საათამდე მიხვალთ დარწმუნებული ვარ მანქანის გასაჩერებელი ადგილის ნაკლებობასაც იგრძნობთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში გამიმართლა და ზუსტად შესასვლელთან გავაჩერე მანქანა.


ეხლა კი ის რის გამოც გადავწყვიტე დღეს დამეწერა -  თვითონ "ლატე". ყავა ამჯერად არ დამილევია, მაგრამ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ნამდვილად ვიცი, რომ არა მხოლოდ ლამაზად გაფორმებული არამედ ძალიან გემრიელიცაა. გუშინ კი იმაშიც დავრწუნდი, რომ საჭმელებსაც ძალიან გემრიელს ამზადებენ. ყოველ შემთხვევაში სენდვიჩი, პელმენი ქოთანში და მექსიკური კარტოფილი მშვენიერი იყო. 


ყავის მსგავსად ინტერიერიც ძალიან ლამაზად გაფორმებულია და სასიამოვნო მუსიკაა ჩართული, თუმცა ეხლა ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა სტილის :)


მომსახურე პერსონალს რაც შეეხება, მთელი იქ ყოფნის პერიოდი ვფიქრობდი რომ არ მომეწონა, მაგრამ ნამდვილად ვერაფერს დავუწუნებ, ძალიან მონდომებულები არიან. 


ერთადერთი უარყოფითი რაც შემიძლია დავწერო, ლატეში ყოფნის ბოლოს შევამჩნიე. ყავის აპარატი, რომელიც იქვე სალონში დგას საშინელ ხმას გამოსცემს და საოცარ დისკომფორტს ქმნის. თუმცა ამ დისკომფორტს თავისუფლად ფარავს სხვა პლუსები.


მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ სასიამოვნო ადგილია, სადაც შესაძლებელია ადამიანმა მშვიდად დალიოს ყავა, მიირთვას გემრიელი ნამცხვრები და ელ-ფოსტაც შეამოწმოს თუ რა თქმა უნდა ლეპტოპითაა მისული.


დღეისათვის მგონი დავამთავრე.


იმედი მაქვს თქვენს აზრსაც გამიზიარებთ თუ რა თქმა უნდა მოხვდებით ლატეში.



Views: 1693 | Added by: baiateo | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 eto222  
0
არ შემიძლია არ დავწერო ჩემი კომენტარი Latte–სთან დაკავშირებით...

ყველაფერი ნამდვილად ისე იყო, როგორც არის ზემოთ აღწერილი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა და გავაგეძელო...:

" გუშინ კი იმაშიც დავრწუნდი, რომ საჭმელებსაც ძალიან გემრიელს ამზადებენ. ყოველ შემთხვევაში სენდვიჩი, პელმენი ქოთანში და მექსიკური კარტოფილი მშვენიერი იყო. "

... კერძები Latte–ში უბრალოდ გემრიელი კი არა იმდენად გემრიელია, რომ დაიწყებ ვეღარ წყვეტ კერძების შეკვეთებს icecream shy shy shy


Name *:
Email *:
Code *:
Site menu
Login form
Search
Calendar
«  December 2010  »
Su Mo Tu We Th Fr Sa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0